ირაკლი ზარქუა - ვიოლა ფონ კრამონმა „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელს მხარდაჭერა აღუთქვა, აბა, ეს თავის ქვეყანაში გააკეთოს, რას უზამენ, აქ „მოსულა“, არა? კეთილი ინებოს და პატივი სცეს ამ ქვეყნის ღირსებას
ირაკლი ზარქუა - ვიოლა ფონ კრამონმა „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელს მხარდაჭერა აღუთქვა, აბა, ეს თავის ქვეყანაში გააკეთოს, რას უზამენ, აქ „მოსულა“, არა? კეთილი ინებოს და პატივი სცეს ამ ქვეყნის ღირსებას

ვიოლა ფონ კრამონმა „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელს მხარდაჭერა აღუთქვა,აბა, ეს თავის ქვეყანაში გააკეთოს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა აღნიშნული კომენტარით 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლას გამოეხმაურა.

ირაკლი ზარქუას თქმით, ვიოლა ფონ კრამონმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ღირსებას და სამართლებრივ სახელმწიფოს.

„ჩემთვის ვიოლა ფონ კრამონი, კუბილიუსი და კიდევ რამდენიმე არასოდეს ყოფილან პოლიტიკოსები და არც იქნებიან, ისინი არიან ჩვეულებრივი ფასიანი ლობისტები. ევროპარლამენტში 10 ადამიანამდე დაიჭირეს და ერთ-ერთმა მათმა კოლეგამ თქვა, რომ ფულის აღებასა და კორუფციაში ეჭვმიტანილი 100 კაცამდე არისო. არ გამოვრიცხავ, მათ შორის იყვნენ დანარჩენებიც, ვინც ჩვენი ქვეყნის მეგობრები კი არა, „ნაცმოძრაობის“ მეგობრები არიან. ამის დემონსტრირება იყო, რაც ვიოლა ფონ კრამონმა იკადრა – გამოვიდა და „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელს მხარდაჭერა აღუთქვა. ეს, აბა, თავის ქვეყანაში გააკეთოს და რას უზამენ, ახალგაზრდებმა „მოლოტოვის კოქტეილი“ პოლიციას ესროლონ, შემდეგ მათ მხარი დაუჭიროს და მერე დაჯდეს ევროპარლამენტში. აქ „მოსულა“, არა? საქართველოა? კეთილი ინებოს და პატივი სცეს ამ ქვეყნის ღირსებას, ავტორიტეტს, კულტურას, ხალხს და სამართლებრივ სახელმწიფოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.