ირაკლი ზარქუა - საპარლამენტო უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება, როგორც არასდროს, ისე ვართ აქცენტირებული, რომ 12-პუნქტიანი გეგმა ბოლომდე მივიყვანოთ
ირაკლი ზარქუა - საპარლამენტო უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება, როგორც არასდროს, ისე ვართ აქცენტირებული, რომ 12-პუნქტიანი გეგმა ბოლომდე მივიყვანოთ

ოპოზიციურ არხებს აქვთ მცდელობა, რაღაცნაირად შექმნან მოლოდინი, რომ უმრავლესობა იშლება, ეს საფუძველს მოკლებულია, არ არსებობს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუამ საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

„უმრავლესობა, როგორც არასდროს, ისეა მოწადინებული, რომ 12-პუნქტიანი გეგმა შევასრულოთ და საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს. მმართველმა პარტიამ, როგორც კონსტიტუციაში აღწერა და გაწერა, ასევე მივიღებთ 12-პუნქტიან გეგმას და კანდიდატის სტატუსს.

არ მაქვს ინფორმაცია დეპუტატებთან დაკავშირებით, არც მომისმენია. უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება. როგორც არასდროს, ისე ვართ აქცენტირებული, გაძლიერებული, რომ ჩვენ 12-პუნქტიანი გეგმა ბოლომდე მივიყვანოთ და კანდიდატის სტატუსი მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.