ირაკლი ზარქუა - სააკაშვილის პროცესის შემდეგ სასამართლოს ეზოში ინციდენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ხაბეიშვილი დრამატიზების შემოტანას ცდილობს
ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლოს ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
ზარქუა გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ ინციდენტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და რამდენიმე აქტივისტის დაკავებას აპირებენ.
ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ხაბეიშვილი საკითხის დრამატიზებას ახდენს.
„„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ცდილობს, დრამატიზება შემოიტანოს. როცა სახელმწიფოს მანქანას წინ გადაუდგები და გადაადგილებაში ხელს შეუშლი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პარტიას ეკუთვნი, ბუნებრივია, კანონმდებლობა შესაბამის რეაგირებას ითვალისწინებს. სასამართლოს ეზოში მომხდარ ამბავზე სასამართლო იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები 2023 წელს სახლში შეხვდებიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.