ირაკლი ზარქუა - სააკაშვილი ჩამოვიდა არეულობის მოსაწყობად, რაც ვერ შედგა, სააკაშვილის ჯანმრთელობას მოიგონებენ, თუ სხვა რამეს, ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს
ირაკლი ზარქუა - სააკაშვილი ჩამოვიდა არეულობის მოსაწყობად, რაც ვერ შედგა, სააკაშვილის ჯანმრთელობას მოიგონებენ, თუ სხვა რამეს, ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში გარკვეული მისიით ჩამოვიდა, რაც ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებით იკვეთება.

მისივე განმარტებით, სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, რათა დესტაბილიზაცია, ქაოსი და არეულობა მოეწყო.

ირაკლი ზარქუას თქმით, ქვეყანას არა ომში ჩართვა, არამედ სტაბილურობა და განვითარება სჭირდება.

„მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის დადგმული სპექტაკლები ჰქონდა, რისი მიზანიც იყო, რაღაც ჯგუფებს შესცოდებოდათ და შემდეგ ხელისუფლების მიმართ მომართვა იქნებოდა, რომ გამოგვეშვა. გარდა იმისა, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნა სამართლიანობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მას მისჯილი აქვს საერთაშორისო კანონმდებლობითაც, არსებობს იმის რისკი, რომ საქართველო ჩართული იყოს ომში, რომლის პირდაპირი, თუ ირიბი მცდელობა აქვთ.  რამდენიმე დღის წინ, კიევის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში რომ იყოს, ომი დაწყებული იქნებოდა, მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდაო.

როგორც უკვე იკვეთება, სააკაშვილი საქართველოში ჩამოსული იყო იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია, ქაოსი, არეულობა მოეწყო, რადგან მართლა გიჟი ხომ არ არის, რომ ჩამოვიდა. აღმოჩნდა, რომ მას გარკვეული მისია ჰქონდა, რაც ვერ შედგა და ამიტომ არიან შეშფოთებული. საქართველოს ომში ჩართვა არ სჭირდება, მოსახლეობა ომოს წინააღმდეგია, ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და განვითარება. სააკაშვილის ჯანმრთელობას მოიგონებენ, შიმშილობას თუ სხვა რამეს, ეს კინო უკვე ნანახია და ამაზე ბევრ კომენტარს არ გავაკეთებ. შიმშილობაც მისი უფლებაა და არშიმშილობაც“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.