ირაკლი ზარქუა - სააკაშვილი ჩამოსასვლელად თუ მზად არის, ხვალვე ჩარტერს გავუგზავნით, პროცედურების გავლის შემდეგ იქ აღმოჩნდება, სადაც საჭიროა
სააკაშვილი ჩამოსასვლელად თუ მზად არის, ხვალვე ჩარტერს გავუგზავნით, პროცედურების გავლის შემდეგ იქ აღმოჩნდება, სადაც საჭიროა, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას, რომ არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.
„მიხეილ სააკაშვილმა სადღაც 15-ჯერ დააანონსა, რომ მოდის – ხან გვირაბით, ხან ჰაერით, ხან ზღვით, მაგრამ არც ერთხელ არ ჩამოსულა. ჩვენთვის მეათეხარისხოვანია, ეს გაკოტრებული პოლიტიკოსი ჩამოვა თუ არა. ეს მისმა ამომრჩეველმა იდარდოს, რომელიც ყოველ 15-ჯერ აყირავებულია.
ჩვენთვის კარგი იქნება, ჩამოვიდეს; თუ მზად არის, ხვალვე რაღაცას ვიზამთ, ჩარტერს გავუგზავნით. არის შესაბამისი პროცედურები, რომელსაც გაივლის და იქ აღმოჩნდება, სადაც საჭიროა. გუშინ იაგო ხვიჩია დასდევდა მის თანაგუნდელებს, დამენიძლავეთ რომ ჩამოვაო, არ სჯერათ და ვერც ერთი კაცი ვერ ნახა, რომ დანაძლევებოდა, რადგან პარტიაშიც ზუსტად იციან, რომ აფერისტობს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.