ირაკლი ზარქუა - რამდენიც უნდათ, იმდენი იმსჯელონ, კოალიციები შექმნან, ალტერნატიული მთავრობა და ადმინისტრაციაც, მცდელობა, რომ კოალიციას შექმნიან, ტყუილია
ირაკლი ზარქუა - რამდენიც უნდათ, იმდენი იმსჯელონ, კოალიციები შექმნან, ალტერნატიული მთავრობა და ადმინისტრაციაც, მცდელობა, რომ კოალიციას შექმნიან, ტყუილია

რამდენიც უნდათ, იმდენი იმსჯელონ, კოალიციები შექმნან, ალტერნატიული მთავრობა და ადმინისტრაციაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

ნიკა მელიამ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში გააკეთა განცხადება, რომ აპირებს, უახლოეს დღეებში დაასახელოს დედაქალაქის კოალიციური მთავრობა.

„მოვისმინე, თითქოს, არჩევნების მეორე ტურისთვის ფართო კოალიციური კონსულტაციები იწყება. პირველ ტურში, დედაქალაქში, კოალიციური კანდიდატები არ ჰყავდათ? „ნაციონალურ მოძრაობას“ თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ ჰყავდა, ეს კვოტა სხვა პარტიებს დაუთმო, რეგიონებშიც კანდიდატები კოალიციური გადაწყვეტილებით ჰყავდათ და რა შედეგი მიიღეს? – 64 საარჩევნო ოლქიდან 44 ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, დანარჩენ 20-ში ძირითადად ჩვენ გავიმარჯვებთ, ასეთი მოლოდინი გვაქვს. მათი მცდელობა, რომ კოალიციას შექმნიან, ტყუილია. ამ ე.წ. კოალიციურ კონსულტაციებში არ შედის არც „გირჩი“- ორიგინალი, არც ელისაშვილის პარტია, არც „ევროსოცები“, არც „პატრიოტთა ალიანსი“ და ახლა ხავსი ხავსს აეკიდაო, მასეა მათი საქმე, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ და გიგა ბოკერია ისედაც ერთი გუნდია. რამდენიც უნდათ, იმდენი იმსჯელონ, კოალიციები შექმნან, ალტერნატიული მთავრობა და ადმინისტრაციაც“, – განაცხადა ზარქუამ.