ირაკლი ზარქუა - რამდენადაც ვიცი, 14 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობაზე ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ, მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობა“ მილევად რეჟიმშია და არ უნდათ, სააკაშვილთან გაიგივდნენ
ირაკლი ზარქუა - რამდენადაც ვიცი, 14 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობაზე ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ, მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობა“ მილევად რეჟიმშია და არ უნდათ, სააკაშვილთან გაიგივდნენ

დამნაშავე დაჭერილია და ციხეშია, მნიშვნელობა არ აქვს არც მის სახელს და გვარს და არც პოლიტიკურ მრწამსს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველას აქვს უფლება, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატოს.

„ყველა დამნაშავეს თავის მხარდამჭერები და მიმდევრები ჰყავს, ვისაც სჯერა, ვისაც არ სჯერა, ან არ უნდა დაიჯეროს. ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავის პოზიცია. ჩვენ დაჭერის დღიდან ვხედავთ აქციებს, რომელსაც ხან შვიდი კაცი ესწრება, ხან 15 ან  50. სამართლებრივად, შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით, ყველას აქვს უფლება, აქცია მოაწყოს და მოაწყონ. რამდენადაც ვიცი, ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ მონაწილეობაზე. მიხვდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მილევად რეჟიმში გადასული პარტიაა და არ უნდათ, გაიგივდნენ სააკაშვილთან. ეს პოზიციაა სწორია, რადგან ნათელაშვილის ფანჩატურში ჯდომამ ყველას დაანახა, რომ მათი ლუსტრაცია მოხდა და საზოგადოებაში რეიტინგმა დაიკლო. რაც არ უნდა მცდელობა გქონდეს, მწვალებელთა პარტიის გაკეთილშობილება შეუძლებელია“, – განაცხადა ზარქუამ.