ირაკლი ზარქუა - ჩემი ხაბე მეცოდება, რამდენი იწვალა და ბოლოს იქამდე ჩამოვიდა, რომ მელიას შედეგი სანატრელი გაუხდათ
ირაკლი ზარქუა - ჩემი ხაბე მეცოდება, რამდენი იწვალა და ბოლოს იქამდე ჩამოვიდა, რომ მელიას შედეგი სანატრელი გაუხდათ

მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ განახლების სიმბოლოს ვანო მერაბიშვილი წარმოადგენს, ძალიან მაგარია, რას ელოდებიან, არ ვიცი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე შეფასებით, დასრულებულია იმ პარტიის პოლიტიკური საქმიანობა, სადაც წამყვან პოზიციებზე მერაბიშვილი და კეზერაშვილი იქნებიან.

„ვანო მერაბიშვილის ბრძნული აზრებისთვის არ მომისმენია, მაგრამ ე.ი. რაღაც მზადება აქვთ, კონკრეტული შედეგი დაიდოს და ჩვენ შედეგს უკვე ვხედავთ. ძალიან მოხარული ვართ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“, განახლების სიმბოლოს ვანო მერაბიშვილი წარმოადგენს. ეს ძალიან მაგარია. რას ელოდებიან, არ ვიცი. ვანო მერაბიშვილზე საუბარში დროს ვკარგავთ, რადგან ეს ძალა წარსულია. უკვე მათ მხარდამჭერებშიც კი წარსულია. მადლობა, ბიჭებო, იმ შედეგისთვის, რომ აქციაზე ათი კაცი დადის. დამთავრებულია იმ პარტიის პოლიტიკური საქმიანობა, სადაც პარტიაში წამყვან პოზიციებზე იქნებიან მერაბიშვილი და კეზერაშვილი. თუ უნდათ, პარტიამ პოლიტიკური საქმიანობა დაასრულოს, ეს ორი უნდა ჰყავდეს. ჩემი ხაბე მეცოდება, რამდენი იწვალა და ბოლოს იქამდე ჩამოვიდა, რომ მელიას შედეგი სანატრელი გაუხდათ, მელიას ბოლოს 18 კაცი მისდევდა, ახლა ათი ადამიანი დასდევთ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მარკ ფეიგინის გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა, რომ „დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად, რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ“.