ირაკლი ზარქუა - „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა ძალმომრეობაზე, შანტაჟზე, ამ ყველაფრის გვირგვინი ახლა არის ჩემი ხაბე, რა მომავალი უნდა ჰქონდეს პარტიას, რომლის უკან მერაბიშვილ-კეზერაშვილი დგანან
ირაკლი ზარქუა - „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა ძალმომრეობაზე, შანტაჟზე, ამ ყველაფრის გვირგვინი ახლა არის ჩემი ხაბე, რა მომავალი უნდა ჰქონდეს პარტიას, რომლის უკან მერაბიშვილ-კეზერაშვილი დგანან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა და პოლიტიკური რადარებიდან გაქრობა მიმდინარეობს.

ზარქუას თქმით, მომავალი ვერ ექნება პარტიას, რომლის უკანაც მერაბიშვილ-კეზერაშვილი დგანან.

„ლოგიკური პროცესი მიდის „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს არის პარტიის გაქრობა პოლიტიკური რადარებიდან. ეს პარტია იდგა ძალმომრეობაზე, შანტაჟზე, მუქარაზე, ჩაშვებაზე. ახლა ამ ყველაფრის გვირგვინი არის ჩემი ხაბე. რა მომავალი უნდა ჰქონდეს იმ პარტიას, როცა „ნაცმოძრაობას“ განახლებული დაარქვეს და მის უკან ვინ დგანან? მერაბიშვილი და კეზერაშვილი, ვისაც ევროპამ „მისტერ ოფშორი“ დაარქვა და ევროპელ პენსიონრებს ძარცვავს. ქართული ჯარი უკვე გაძარცვული ჰყავს და ამაზე მისჯილი აქვს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.