ირაკლი ზარქუა - მწვალებელთა პარტიის მემკვიდრე როდესაც ხარ და პირადი პოლიტიკური ინტერესებით საზრდოობ, არ გაგიტარებს ამას საზოგადოება და დაგემართება ის, რაც ახლა დაემართათ
ირაკლი ზარქუა - მწვალებელთა პარტიის მემკვიდრე როდესაც ხარ და პირადი პოლიტიკური ინტერესებით საზრდოობ, არ გაგიტარებს ამას საზოგადოება და დაგემართება ის, რაც ახლა დაემართათ

მწვალებელთა პარტიის მემკვიდრე როდესაც ხარ, არასწორ ფორმულირებაზე დგახარ, როდესაც სახელმწიფო ინტერესებს არ ატარებ, ქართველი ხალხის დაკვეთას არ ასრულებ და პირადი პოლიტიკური ინტერესებით საზრდოობ, არ გაგიტარებს ამას საზოგადოება და დაგემართება ის, რაც ახლა დაემართათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

შეკითხვაზე, რატომ არ არის „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციონერების გაერთიანების მომხრე, ზარქუამ აღნიშნა, რომ ყველასთვის არის ნეგატივი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირება და მასთან ერთად პარტნიორობა.

„რაღაც მომენტში „ნაციონალური მოძრაობა“ ალბათ მართალიც არის. ყველასთვის ნეგატივია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირება და მასთან ერთად პარტნიორობა. ჩვენ ამას ვამბობდით, შეიკრიბნენ, შევლენ პარლამენტში, მერე დაიშლებიან და „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნება მათთვის საინტერესო პარტნიორი. თუმცა, მეორე მხრივ, ე.წ. ტროიკისიც მესმის. ნახეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდად განსხვავებული რეიტინგი არ აქვთ მათთან მიმართებაში. ბოლოს 6 თუ 7% დაუწერა NDI-მ „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი რეიტინგი ასე ჩამოქვეითდა და იმის შემდეგ კიდევ მრავალი უბედურება გადაიტანეს, ერთმანეთში ქიშპობა და დაპირისპირება. იმდენად რცხვენიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, ტოვებენ უკვე პარლამენტს. მამულაშვილმა დატოვა პარლამენტიც და „ნაციონალური მოძრაობაც“, რადგან მიხვდა, იქ არაფერი ესაქმებოდა. მათ შორის, ის ახალგაზრდა სახეები, ვინც მიიყვანეს პარტიაში. ისინიც გაემიჯნენ, რადგან მიდის რღვევა. მე, მმართველი პარტიის წარმომადგენელს, არ მიხარია ეს, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ავტორიტეტული ოპოზიცია. არც ავტორიტეტი გააჩნიათ, არც სინდისი, არც ნამუსი, არც ელექტორატი. არაფერი გააჩნიათ. ხელმოცარული არიან. კეზერაშვილის ფულის იმედად არიან და კი ბატონო, იყვნენ. რას მოუტანთ, როდემდე იქნებიან ასე“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.