ირაკლი ზარქუა - მოლაპარაკებების დროს პირდაპირ ითქვა, რომ 20 ივნისი უნდა გადაიფურცლოს, ოპოზიციამ სახე რომ შეინარჩუნოს, რაღაცებს იგონებს
ირაკლი ზარქუა - მოლაპარაკებების დროს პირდაპირ ითქვა, რომ 20 ივნისი უნდა გადაიფურცლოს, ოპოზიციამ სახე რომ შეინარჩუნოს, რაღაცებს იგონებს

მცდელობა, რომ რაღაც შექმნან და თავი „გაიპრავონ“, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მოლაპარაკებების დროს პირდაპირ ითქვა, რომ 20 ივნისი უნდა გადაიფურცლოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ამნისტიის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებსა და საგამოძიებო კომისიის შექმნაზე განაცხადა.

მისი თქმით,  აღნიშნულზე ხელი მოაწერა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და მათ შორის „ლელომ“.

„მიხვდნენ, რომ მთელი ექვსი თვის განმავლობაში თავიანთ ე.წ. პრინციპებში და მიდგომებში გაიჭედნენ და ახლა გამოეღვიძათ?! სახე რომ შეინარჩუნონ, ახლა რაღაცას იგონებენ. მიშელის დოკუმენტში წერია, რომ 20 ივნისი უნდა გადაიფურცლოს, ხოლო იქ, სადაც არის კონვენციის დარღვევა, არ შეეხება. რად უნდა ამას საგამოძიებო კომისიის დამატებით შექმნა“, – განაცხადა ზარქუამ.