ირაკლი ზარქუა - მერაბიშვილის დაკრულზე სირბილი ვისაც არ უნდა, გაემიჯნება და შემოვა პარლამენტში, მალე ველოდებით „ნაცებს“ საკანონმდებლო ორგანოში
ირაკლი ზარქუა - მერაბიშვილის დაკრულზე სირბილი ვისაც არ უნდა, გაემიჯნება და შემოვა პარლამენტში, მალე ველოდებით „ნაცებს“ საკანონმდებლო ორგანოში

მერაბიშვილის დაკრულზე სირბილი ვისაც არ უნდა, გაემიჯნება და შემოვა პარლამენტში, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაცებს“ პარლამენტში უახლოეს მომავალში ელოდებიან.

ამასთან, ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რომ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით რომან გოცირიძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„ვითომ მელია ჩამოაგდეს, გადააყენეს და ახლა დადიან რეგიონებში. ხომ ვნახეთ, 10-15-კაციანი აქციები, ხან ამინდს აბრალებენ, ხან მოუცლელობას. შემდეგ ხომ ვნახეთ ახალი რა მოიგონეს –  ავტობუსები ჩაჰყავთ ერთი რეგიონიდან მეორეში და ხალხს ისე აგროვებენ. ასე ივლიან ცოტა ხანი და შემდეგ პარლამენტში შევლენ. რომლებიც უკვე მიხვდნენ, რომ ამათგან არაფერი გამოვა, გაემიჯნენ. მაგალითად, რომან გოცირიძე და ვულოცავ მას, რადგან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რომანი არის პროფესიონალი ეკონომისტი და მისი აზრი საჭიროა, მათ შორის კრიტიკული აზრი. ვისაც არ უნდა მერაბიშვილის დაკრულზე ირბინოს, ორი გვამის ავტორზე – თორემ ხაბე მსხვერპლია მათი – გაემიჯნება და შემოვა პარლამენტში. ჩვენ მალე ველოდებით „ნაცებს“ პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.