ირაკლი ზარქუა - ევროპარლამენტის რეზოლუციაში შესწორებების ავტორები არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები, რომლებსაც თავის ქვეყნებში ერთი პროცენტი მხარდაჭერაც არ აქვთ
ირაკლი ზარქუა - ევროპარლამენტის რეზოლუციაში შესწორებების ავტორები არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები, რომლებსაც თავის ქვეყნებში ერთი პროცენტი მხარდაჭერაც არ აქვთ

ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაში შესწორებები შევიდა, რომლის ავტორები არიან ქალბატონი რასა, ბატონი კუბილიუსი, ფოტიგა და ძმანი და დანი მათნი. შესწორებებია, თურმე საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები და ხელისუფლება დევნის პოლიტიკოსებს, მაგალითად, კეზერაშვილს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საქართველოში ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს კეზერაშვილი.

„კეზერაშვილი თურმე იდევნება უსამართლოდ, არ მოუპარავს მილიონები, არ გაუძარცვავს ჩვენი ჯარისკაცები, თითქოს ეს ადამიანი არის გულწრფელი, კეთილშობილი და დევნის საქართველოს ხელისუფლება. ასეთი შესწორებებია შესული, ეს შესწორებები შეაქვთ ფასიან ლობისტებს და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს საგარეო ფრონტზე, ევროპარლამენტში – ფოტიგები, კუბილიუსები, მარკეტაც არის მგონი გრეგოროვა, ასეთი ხელმოცარული პოლიტიკოსები, რომლებსაც თავის ქვეყნებში ერთი პროცენტი მხარდაჭერაც არ აქვთ. როგორც ჩვენთან გიჟი ჯაფარა დარბის მარტო, ეულად, დაახლოებით ამ კონტიგენტის ხალხზე გვაქვს საუბარი, უბრალოდ არიან იქ, სადაც არიან, რაღაც პერიოდით და შემდეგი ვადით ან იქნებიან, ან არა. სავარაუდოდ, არ იქნებიან, რადგან ასეთი დამოკიდებულებით, ასეთი უსამართლობით შეუძლებელია, ისინი კვლავ მოხვდნენ ევროპარლამენტის წიაღში“, – განაცხადა ზარქუამ.