ირაკლი ზარქუა - ერთმა ღვთისნიერმა პარლამენტში „ვეფხისტყაოსანი“ დაგვირიგა, ეტყობა, ხაბეიშვილსაც შეხვდა და ახლა ჩემი ხაბე ხატაეთის ომის „ობრაზშია“ შესული
ირაკლი ზარქუა - ერთმა ღვთისნიერმა პარლამენტში „ვეფხისტყაოსანი“ დაგვირიგა, ეტყობა, ხაბეიშვილსაც შეხვდა და ახლა ჩემი ხაბე ხატაეთის ომის „ობრაზშია“ შესული

ერთმა ღვთისნიერმა კაცმა პარლამენტში „ვეფხისტყაოსანი“ დაგვირიგა საჩუქრად და ეტყობა, ლევან ხაბეიშვილსაც შეხვდა. იქ არის ხატაეთის ბრძოლის ეპიზოდი: „შიგან ესრე გავერიე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვტყორცნე“. ჩემი ხაბე სწორედ ამ „ობრაზშია“ შესული, თორემ თავადაც იცის, რომ რევოლუციის და სადმე შევარდნის რესურსი არ აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, არაფერში ჯდება.

„მაქსიმუმ, შეუძლიათ, როგორც თავად თქვა, რომ გადავატრიალოთ, გადმოვატრიალოთ – ლოგინში. წინასაარჩევნო კამპანია აქვთ და რა სიტყვების წყობას დააბრეხვებს, ამაზე ნუ გავაკეთებთ აქცენტირებას, მივუშვათ. რომ ჰკითხო, ყველა ავთანდილია, ტარიელი ერთი ჰყავთ. ეს პარტია მოგვწონს თუ არა, გაკოტრებულია და დაცლილი ყოველგვარი რესურსისგან. „ხაბე“ რომ თავმჯდომარეობის კანდიდატია – და მგონია, რომ გამარჯვებულიც – ხომ წარმოგიდგენიათ, იქ რაზეა საუბარი? გამოწვევებია მსოფლიოში და კარგ ხასიათზე რომ ვიყოთ, მათ უნდა ვუყუროთ. რასაც ესენი ერთმანეთს უშვრებიან, არაფერში ჯდება, პირდაპირი მნიშვნელობით, აქ სიტყვათა წყობა „უკეთებენ“ არ გამოვა“, – განაცხადა ზარქუამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „არ ვაპირებ, დავიხიო რამეზე უკან და ჩვენ წინ არსებული ბარიკადი არ გადავლახო, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით“.