ირაკლი ზარქუა - ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გულისხმობს სავაჭრო ურთიერთობების მეტად გაღრმავებას
ირაკლი ზარქუა - ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გულისხმობს სავაჭრო ურთიერთობების მეტად გაღრმავებას

ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გულისხმობს სავაჭრო ურთიერთობების მეტად გაღრმავებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, საქართველო „ერთიანი სარტყელის“ მნიშვნელოვანი მონაწილეა და სატრანსპორტო დერეფნის უპირატესობა მაქსიმალურად იქნება გამოყენებული.

„ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონიალი უნდა აღინიშნოს, სადაც, ფაქტობრივად, აღლუმი იყო. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მიუთითებს, რომ ჩინეთი, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, აღიარებს საქართველოს, როგორც ლიდერს რეგიონში, და გატარებულ რეფორმებს თუ ქვეყნის ავტორიტეტს. რაც შეეხება ვიზიტს, ეს გულისხმობს სავაჭრო ურთიერთობების მეტ გაღრმავებას. საქართველო „ერთიანი სარტყელის“ მნიშვნელოვანი მონაწილეა და სატრანსპორტო დერეფნის უპირატესობა მაქსიმალურად იქნება გამოყენებული. ირაკლი ღარიბაშვილი პეკინში შეხვედრებს გამართავს, რაც სავაჭრო ურთიერთობებს ხელს შეუწყობს“, – განაცხადა ზარქუამ.