ირაკლი ზარქუა - ჩემი ხაბესგან მეტის იმედი მქონდა, აღმოჩნდა, რომ პირველ დაძახილზე აქციაზე 119 კაცი მივიდა, გუშინ 69 კაცი შემორჩა, ვურჩევდი, შეისვენოს
ირაკლი ზარქუა - ჩემი ხაბესგან მეტის იმედი მქონდა, აღმოჩნდა, რომ პირველ დაძახილზე აქციაზე 119 კაცი მივიდა, გუშინ 69 კაცი შემორჩა, ვურჩევდი, შეისვენოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აქციებზე ხალხის შეკრება ვერ მოახერხა.

ზარქუას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველიც კი განახლებად ვერ იღებს იმას, რის უკანაც ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დგანან.

„სიმართლე გითხრათ, ჩემი ხაბესგან მეტის იმედი მქონდა, რომ ის შეძლებდა, თავის გუნდში გამაერთიანებელი ყოფილიყო. რა აღმოჩნდა, რაღაც განახლებული დაარქვეს და პირველ დაძახილზე 119 კაცი მივიდა. გუშინ მხოლოდ 69 კაცი შემორჩა. ჩემს ხაბეს ვურჩევდი, შეისვენოს, ჩამოაყალიბოს და 100 კაცამდე რომ ავა აქციები, შემდეგ დაიწყოს, რადგან სამარცხვინოდ ხდება. მეც მაქვს რეკომენდაცია გაცემული და უხერხულში მაგდებს, ეს ხუმრობით. პარტია არქმევს განახლებას, რას მოელოდით, როგორ შეიძლება, თუნდაც მისმა ამომრჩეველმა მიიღოს განახლებად, როცა განახლების უკან დგას ვანო მერაბიშვილი, ეს გამორიცხულია, კეზერაშვილი, რომელიც წაგებული ომის შემდეგ გამდიდრებული თავდაცვის მონისტრი იყო. კეზერაშვილი რომ დგას და პარტიის განახლებას დაარქმევ, იმ პარტიისგან რას უნდა ელოდებოდე. მართლა ჰგონიათ, რომ მათი ამომრჩევლები ცხვრები არიან, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს ტვინი არ აქვს და ვერ ასხვავებენ, რას ნიშნავს მერაბიშვილი და რას ნიშნავს კეზერაშვილი? ხომ ვნახეთ, რა ხელწერა ჰქონდათ შიდა არჩევნებში, ის, რაც ჰქონდათ 2012 წლამდე – დასმენა, ჩაშვება, შანტაჟი და ერთმანეთის მიმართ მუქარა. ერთი პროცენტი მაინც რომ დავუშვათ, ესენი მოვიდნენ ხელისუფლებაში, საზოგადოებას რას უზამენ? ერთმანეთი არ დაინდეს და ესენი საზოგადოებას რას უზამენ. მათი არჩევნები ძალიან კარგი იყო, კიდევ ერთხელ საზოგადოებისთვის მოხდა ლუსტრაცია, რომ მათი ხელწერა იგივეა, მათი გამოსწორება არ იქნება. ეს არის მათი დასასრულის დასაწყისი თუ შუა პროცესი“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.