ირაკლი ზარქუა - არ მჯერა იმ პარტიის, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ნარჩენებზე შეიქმნება, არ მგონია, ასეთმა პარტიამ ქვეყანას სასიკეთო შედეგი მოუტანოს
ირაკლი ზარქუა - არ მჯერა იმ პარტიის, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ნარჩენებზე შეიქმნება, არ მგონია, ასეთმა პარტიამ ქვეყანას სასიკეთო შედეგი მოუტანოს

არ მჯერა იმ პარტიის, რომელიც შეიქმნება „ნაცმოძრაობის“ ნარჩენებზე, რადგან მათი მორალი ამორალურია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას კითხვა დაუსვეს ხათუნა სამნიძის გუშინდელ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, სმენია, რომ მელია აპირებს ახალი პარტიის შექმნას.

ირაკლი ზარქუას თქმით, არ ჰგონია, ასეთმა პარტიამ ქვეყანას რაიმე სასიკეთო შედეგი მოუტანოს.

„ეს იქნება კიდევ ერთი დამატებითი პარტია, რომელიც აქცენტირებული იქნება ქაოსსა და საზოგადოების დაყოფაზე. ასეთი „ნაცმოძრაობა“ გვყავს და კიდევ ერთი დაემატება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.