ირაკლი წერეთელი - მეგობრებო, მე რომ არ მოვალ აქციაზე, ძალიან გაგიჭირდებათ
ირაკლი წერეთელი - მეგობრებო, მე რომ არ მოვალ აქციაზე, ძალიან გაგიჭირდებათ

მეგობრებო, მე რომ არ მოვალ აქციაზე, ძალიან გაგიჭირდებათ, – ამის შესახებ პარტია „ეროვნული დამოუკიდებლობის“ თავმჯდომარე ირაკლი წერეთელმა განაცხადა, რომელმაც პარლამენტთან, აქციაზე შეკრებილებს მიმართა.

„აქ უნდა დაიწყოს მასობრივი მჯდომარე აქცია. მე აქ ველოდი დღეს 100 ათას კაცს, მაგრამ იცით რატომ არ არის ხალხი?! სამწუხაროდ საქართველოში სრულიად დამსახურებულად და სამართლიანად არც ერთ პარტიას და ლიდერს არ აქვს ის ავტორიტეტი, რაც სჭირდება დიდ ეროვნულ მოძრაობას. ერთადერთი მოთხოვნა უნდა იყოს დღევანდელი პარლამენტის და მთავრობის გაშვება. თუ ამაში ვერ შევთანხმდებით, მე აქ აღარ მოვალ მეგობრებო და მე რომ არ მოვალ, ძალიან გაგიჭირდებათ“,- განაცხადა ირაკლი წერეთელმა.