ირაკლი სიხარულიძე - ბედნიერი ვარ, მოსკოველთა დამარცხებით ხალხი ასე რომ გავახარეთ
ირაკლი სიხარულიძე - ბედნიერი ვარ, მოსკოველთა დამარცხებით ხალხი ასე რომ გავახარეთ

ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამოსთან“ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა (2:1). ქართული კლუბის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა თავადმსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ, რომელმაც გამარჯვებაზე ემოციური კომენტარი გააკეთა.

„მადლობა უპირველესად იმ მხარდაჭერისთვის, რაც ტრიბუნიდან იგრძნობოდა. როდესაც მოედანზე გავედით და თამაში დაიწყო, ეს მხარადჭერა აშკარად იგრძნობოდა. გამარჯვებაში ძალიან დიდი შრომა იყო ჩადებული. დიდი მოტივაცია გვქონდა, რადგან მაღალი დონის კლუბთან ვთამაშობდით. ეს იყო რთული, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება. ბედნიერი ვარ, რომ მოსკოვის „დინამო“ დავამარცხეთ და ხალხი ასე გავახარეთ,“ – ამბობს ირაკლი სიხარულიძე.

თბილისის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა მოსკოვის „დინამოსთან“ შეხვედრის 54-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 29 წლის ფეხბურთელმა თავი ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაშიც გამოიჩინა – ირაკლი სიხარულიძემ გოლი რუმინეთის ვიცე-ჩემპიონ კრაოვასუნივერსიტატეასაც“ გაუტანა.