ირაკლი სესიაშვილი - ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად ეშინიათ ქვეყანაში მშვიდობის, უსაფრთხოების, დემოკრატიის, რადგან ამ პირობებში არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ
ირაკლი სესიაშვილი - ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად ეშინიათ ქვეყანაში მშვიდობის, უსაფრთხოების, დემოკრატიის, რადგან ამ პირობებში არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ

ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად ეშინიათ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების, დემოკრატიის, რადგან ამ პირობებში არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ, – ამის შესახებ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული პილიტიკური ძალები, ყოველი არჩევნების წინ, თავს ესხმიან თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორს.

„სამწუხაროდ, ყოველი არჩევნების წინ ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული პილიტიკური ძალები თავს ესხმიან თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორს, ცდილობენ მათ პოლიტიზირებას და პოლიტიკურ პროცესებში ჩათრევას.  გვაქვს საქმე გვაქვს ამ ინსტიტუტების დისკრედიტაციასთან, მასირებულად ხდება, მაგალითად, სუსი-ს და მათი თანამშომრლების დისკრედიტაცია. ხდება გარკვეული ტრაგედიების, რომლებიც ყველას გულისტკივილია, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენენება. ეს არის ამორალური და მიუღებელი. ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად ეშინიათ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების, დემოკრატიის, იმიტომ რომ ამ პირობებში არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ. სწორედ ამიტომ ხდება მიზანმიმართული თავდასხმები იმ ინსტიტუტებზე, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობის და სტაბილურობის გარანტები არიან. მაქვს მოლოდინი, რომ წინასაარჩევნოდ ჩვენი ოპონენტები ამ ბინძურ ხერხებს არ შეეშვებიან, მაგრამ ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის მოგების გარეშე, მინდა მოვუწოდო, არის ქვეყანაში ეროვნული ინტერესები, სადაც მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველას მოგვეთხოვება დავიცვათ სტანდარტები. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მოვუწოდებ თქვენს პოლიტ-მედიასაშუალებებს, ხელი აიღეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე. სულ მიცრე, დავიცვათ ის სტანდარტი, რაც ემსახურება ჩვენს ქვეყანას და მის უსაფრთხოებას“, – განაცხადა სესიაშილმა.