ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

14:17, 30.01.2023

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ძლიერი ქარის შედეგად, გარკვეულ მუნიციპალიტეტებს დიდი ზიანი მიადგა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტებში უკვე დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები და გამოყოფილია შესაბამისი თანხები, რათა პროცესი შეუფერხებლად განხორციელდეს.

„მთლიანობაში დაახლოებით 20 მილიონი ლარის ზიანზეა საუბარი, რაც ძალიან დიდია. დაწყებულია სამუშაოები, იქნება ეს მასალის შესყიდვა თუ სხვა სამუშაოები“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მსგავსი