ირაკლი ქადაგიშვილი - უმძიმეს მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, როდესაც პოლიტიკოსები, ე.წ ექსპერტები, ე.წ. მედია ადამიანის სიკვდილით სპეკულირებენ და ეს სპეკულაცია მიდის იქამდე, რომ ქვეყანას ავნონ 
ირაკლი ქადაგიშვილი - უმძიმეს მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, როდესაც პოლიტიკოსები, ე.წ ექსპერტები, ე.წ. მედია ადამიანის სიკვდილით სპეკულირებენ და ეს სპეკულაცია მიდის იქამდე, რომ ქვეყანას ავნონ 

სამწუხაროდ, ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს უმძიმეს მდგომარეობასთან საქმე, როდესაც პოლიტიკოსები, ე.წ ექსპერტები, ე.წ. მედია ადამიანის სიკვდილით სპეკულირებენ და ეს სპეკულაცია მიდის არამარტო იქამდე, რომ მის ოპონენტ პოლიტიკურ პარტიას ავნონ, არამედ მთლიანად, ქვეყანას ავნონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოში უცხოეთის მოქალაქის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპონენტებს საერთაშორისო მასშტაბით უნდათ კამპანიის გაშლა, რომ საქართველოში ტურისტი არ ჩამოვიდეს.

„ადამიანები, თითქოს ჩასაფრებულები არიან, ოღონდ ვინმე გარდაიცვალოს, შემდეგ ამაზე ააწყონ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისახალხო კამპანია. დღეს უკვე საერთაშორისო მასშტაბით უნდათ ამ კამპანიის გაშლა, რომ საქართველოში ტურისტი არ ჩამოვიდეს და რამენაირად საქართველოში ეკონომიკა დაზიანდეს. ეს არის ავადმყოფური კამპანიის დაგეგმარების მდგომარეობა. სტატისტიკა რომ შევადაროთ, 100 ათასს ადამიანზე, მკვლელობის კუთხით თუ შევადარებთ, საქართველოში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში , კანადაში და ევროკავშირის ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი და ა.შ . ანუ ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 18-ს ჩვენზე უარესი მაჩვენებელი აქვს. სამწუხაროა ყველა ადამიანის გარდაცვალება, მით უმეტეს ძალადობრივი გზით, მაგრამ ამის გამოყენება იმისათვის, რომ ქვეყანაზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე მიიტანო იერიში და საერთაშორისო დონეზე შენს ხალხს იმიჯი დაუზიანო, ამას მხოლოდ ასეთი ავადმყოფური ქართული პოლიტიკის ადეპტები თუ ახერხებენ. ისიც დადგმული კამპანიაა, რომ ხელისუფლება უწყობს სიძულვილს ხელს, პირიქით, ისინი არიან ამ სიძულვილის ტირაჟირებით დაკავებულნი. თუ პლაკატი „არა ნაცებს“ სიძულვილია, მაშინ ესენი რასაც აკეთებენ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოუწოდებენ ხალხს, რომ საქართველოში არ ჩამოვიდნენ, ეს სიძულვილიც აღარ არის, ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ აუტანლობა. ქვეყანაში არის ნორმალური მდგომარეობა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მით უმეტეს თუ შევადარებთ იმ მდგომარეობას, რაც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ყველა მიმართულებით, მათ შორის მძიმე დანაშაულები, მრავალჯერ არის შემცირებული. გამომდინარე აქედან, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურ ტყუილზე და დემაგოგიაზე დაფუძნებული. პრევენცია მუდმივად ხდება, მაგრამ, სამწუხაროდ, დანაშაული მსოფლიოში მაინც ხდება, ვერავინ ვერ იტყვის, რომ არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც დანაშაული არ ხდება, მაგრამ არ არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც როგორც სვავები ისე არიან შემომჯდარები და ელოდებიან იქნებ ვინმე გარდაიცვალოს, რომ ამაზე ააწყონ ყველაფერი, დაზაფრონ ხალხი და არა მარტო ჩვენი ხალხი, არამედ გლობალურ მასშტაბზე გაიტანონ ეს მათი ავადმყოფური შურისძიება ქართველ ხალხზე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოში ავსტრალიის მოქალაქე გარდაცლილი გუშინ იპოვეს.

დატოვე კომენტარი