ირაკლი ქადაგიშვილი - თავის დროზე თამარ ჟვანიაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო წარდგენილი, მან ისე ჩაატარა არჩევნები, რომ მის მიმართ ხელშესახები პრეტენზია არ არსებობდა
ირაკლი ქადაგიშვილი - თავის დროზე თამარ ჟვანიაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო წარდგენილი, მან ისე ჩაატარა არჩევნები, რომ მის მიმართ ხელშესახები პრეტენზია არ არსებობდა

ცესკო-ს თავმჯდომარე რამდენიმე სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის მიუკერძოებლობის, მენეჯერული თვისებების მატარებელი უნდა იყოს და პრინციპული. საქართველოში ისეთი ადამიანი არ არსებობს, რომელიც შეიძლება წარდგენილი იყოს და მან ყველა პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა ჰპოვოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, თავის დროზე, თამარ ჟვანიაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო წარდგენილი, მან ისე ჩაატარა არჩევნები, რომ მის მიმართ ხელშესახები პრეტენზია არ არსებობდა.

„ბოლო არჩევნებზე ვნახეთ, რომ ის გახდა პოლიტიკური ტერორისა და ბულინგის მსხვერპლი. აქედან გამომდინარე, ყველაზე უფრო წესიერი და პატიოსანი ადამიანიც კი არ არის დაზღვეული იმისგან, რომ გარკვეული პოლიტიკური ინტერესების გამო, რაც უნდა პატიოსანი და პროფესიონალი იყოს, ბულინგის მსხვერპლი გახდეს.