ირაკლი ქადაგიშვილი - სუს-ის განცხადებიდან ირკვევა, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებაზე ხელი არავის აუღია
ირაკლი ქადაგიშვილი - სუს-ის განცხადებიდან ირკვევა, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებაზე ხელი არავის აუღია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებიდან ირკვევა, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებაზე ხელი არავის აუღია.

„საქართველოში მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმ მიზნით შემოაპარეს, რომ ქვეყანაში სრული ქაოსი და დესტაბილიზაცია გამოეწვიათ, რაც აღკვეთეს და შესაბამის ადგილასაა. ვხედავთ, რომ ამ ყველაფრისთვის იდეოლოგიური მზადება მიმდინარეობს, როცა ხდება პარტიული კლიშეების დამკვიდრება, როგორიცაა „რუსული ხელისუფლება“ და ა.შ. აქტიურად მიმდინარეობს ამის პროპაგანდა, რათა შემდეგ სისხლიანი სცენარების გამართლებისთვის საბაბები ჰქონდეთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.