ირაკლი ქადაგიშვილი - სტრასბურგი ვერ დაუშვებს, სიმულაციით გამოწვეული მდგომარეობა გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საფუძვლად მიიჩნიოს, ეს იქნება დარტყმა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში
ირაკლი ქადაგიშვილი - სტრასბურგი ვერ დაუშვებს, სიმულაციით გამოწვეული მდგომარეობა გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საფუძვლად მიიჩნიოს, ეს იქნება დარტყმა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ უნდა იმსჯელოს ობიექტური სურათით, როგორც საქართველოს სასამართლომ იმსჯელა.

ქადაგიშვილმა უპასუხა კითხვას, რა პერსპექტივა აქვს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს.

ქადაგიშვილის თქმით, სასამართლო იურიდიულად ვერ დაუშვებს, სიმულაციის გზით გამოწვეული მდგომარეობა გათავისუფლების ან სასჯელოს გადავადების საფუძვლად მიიჩნიოს.

„სასამართლომ ღიად მიმდინარეობდა. რა პირობებში იმყოფება პატიმარი ამის ნახვაც შეიძლება. ყველა ის „ფეიკი“, რომელსაც გზადაგზა იგონებდნენ მოწამვლაზე და წამებაზე, ვერცერთს ვერ ადასტურებენ, რადგან თავიდანვე „ფეიკი“ იყო. აქედან გამომდინარე, სასამართლო იურიდიულად ვერ დაუშვებს, სიმულაციის გზით გამოწვეული რაღაც მდგომარეობა მიიჩნიოს გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საფუძვლად. ეს დაამკვიდრებს პრაქტიკას, რომ ნებისმიერ პატიმარს შეეძლება, მიმართოს სიმულაციის გზას და, სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, მოითხივის მისთვისაც პატიმრობის გადავადება ან პატიმრობიდან გათავისუფლება. ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში სასჯელაღსრულებისა და, ზოგადად, სამართლის წარმოების მიმართულებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.