ირაკლი ქადაგიშვილი - ქვეყნის კანონი და დემოკრატიული განვითარება არ არის ვაჭრობის საგანი, ეს პარლამენტი არ არის არავის საკუთრება და არც არავის კონსტიტუცია
ირაკლი ქადაგიშვილი - ქვეყნის კანონი და დემოკრატიული განვითარება არ არის ვაჭრობის საგანი, ეს პარლამენტი არ არის არავის საკუთრება და არც არავის კონსტიტუცია

ყველა კარტი გახსნილია, ყველა საკითხი ღიაა და მაგიდაზე დევს. თუ ვინმეს სურს, რომ ამ მოლაპარაკების პროცესში ჩაერთოს, უნდა ჩაერთოს. რა არის ეს მოლაპარაკება? – აღასრულონ საკუთარი ამომრჩევლის ნება. ფაქტობრივად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მედიატორის მიერ დასახულ საკითხებზე პარლამენტში კონკრეტული სამუშაო მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის კანონი და დემოკრატიული განვითარება არ არის ვაჭრობის საგანი.

„რაც შეეხება დეტალებს, ვინაიდან, კანონის მიღება მრავალ დეტალთან არის დაკავშირებული, სწორედ იმისთვის არსებობს პარლამენტი, რომ დეტალებზე მოხდეს სჯა-ბაასი. ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებისთვის და გონივრული კომპრომისების მიღწევისთვის. ჩვენი კარი ღიაა ინდივიდუალური მოლაპარაკებებისთვისაც. ქვეყნის კანონი და დემოკრატიული განვითარება არ არის ვაჭრობის საგანი. შეიძლება უხეშ სიტყვას ვიყენებ, მაგრამ ასეა. ფუძემდებლური საკითხებია, რაზეც შეთანხმება შეიძლება. დამოკიდებულება, რომ თქვენ თუ შემოხვალთ, ამას შემოგთავაზებთ, ჩვენ საკითხს ასე არ ვსვამთ. ჩვენ საკითხს ვაყენებთ ისე, რა არის მნიშვნელოვანი და მთავარი პრიორიტეტები, რაც განსაზღვრულია მათ შორის სტრატეგიული პარტნიორების მხრიდანაც ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის კარგი და მნიშვნელოვანი. არ შეიძლება, რამდენი პარტია არის, იმდენი ინდივიდუალური შეთავაზება იყოს, რადგან ეს პარლამენტი არ არის არავის საკუთრება და არც არავის კონსტიტუცია“, – განაცხადა ქადაგიშვილი.