ირაკლი ქადაგიშვილი - უნგრეთი საქართველოში შექმნილ ვითარებას საღად აფასებს
ირაკლი ქადაგიშვილი - უნგრეთი საქართველოში შექმნილ ვითარებას საღად აფასებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ უნგრეთი საქართველოში შექმნილ ვითარებას საღად აფასებს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ქადაგიშვილმა განუცხადა, არ შეიძლება, ქვეყნის წინააღმდეგ წარმართული პოლიტიკა რჩებოდეს ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის საგნად.

„უნგრეთია ის სახელმწიფო, რომელიც საქართველოში შექმნილ ვითარებას საღად აფასებს. იმას ვგულისხმობ, რომ ქვეყანაში კანონი უნდა კანონობდეს და არ შეიძლება, ქვეყნის წინააღმდეგ წარმართული პოლიტიკა რჩებოდეს ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის საგნად“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მედიის ცნობით, უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის ინიციატივა, პროტესტი გამოეთქვათ საქართველოს ხელისუფლების მიმართ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.