ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციური პარტიები ტყუილ-მართლის აზელვით არიან დაკავებული, ხალხი კიდევ ერთხელ შეჰყავთ გაურკვევლობაში, რომ არჩევნებისთვის რაღაც ახალი მთავრობა ყალიბდება
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციური პარტიები ტყუილ-მართლის აზელვით არიან დაკავებული, ხალხი კიდევ ერთხელ შეჰყავთ გაურკვევლობაში, რომ არჩევნებისთვის რაღაც ახალი მთავრობა ყალიბდება

ჩრდილოვანი მთავრობა, კოალიციური მთავრობა მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უნდა შედგეს, ოპოზიციური პარტიები ტყუილ-მართლის აზელვით არიან დაკავებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხალხი კიდევ ერთხელ შეჰყავთ გაურკვევლობასა და დაბნეულობაში, რომ 30 ოქტომბრის არჩევნებისთვის რაღაც ახალი მთავრობა ყალიბდება.

„მათ განცხადებებს სერიოზულად არ ვუდგები, მაგრამ ხალხი კიდევ ერთხელ შეჰყავთ გაურკვევლობასა და დაბნეულობაში, რომ 30 ოქტომბრის არჩევნებისთვის რაღაც ახალი მთავრობა ყალიბდება. ეს არის ჩვეულებრივი „ფეიკი“, შეფუთეს, რომ 30 ოქტომბრის შემდეგ ახალი მთავრობა იქნება, რაც ტყუილია. ოპოზიციას ერთადერთი მცდელობა აქვს, რამენაირად არ წააგოს მეორე ტური, ეს რეალობა აუცილებლად დადგება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს დაგეგმილი აქვს თბილისის ე.წ. ჩრდილოვანი მთავრობის წარდგენა, რომელშიც, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „ლელოს“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებიც იქნებიან წარმოდგენილი.