ირაკლი ქადაგიშვილი – „ნაცმოძრაობა“ დესტრუქციულია და მათი შედეგიც მუდამ დესტრუქციაზე იყო ორიენტირებული, ეს თავად ამ ორგანიზაციებს ჭამს და ლიდერების დაპირისპირებაში აისახება

15:31, 01.06.2026

„ნაცმოძრაობა“ დესტრუქციულია და მათი შედეგიც მუდამ დესტრუქციაზე იყო ორიენტირებული, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ეს დესტრუქცია თავად ამ ორგანიზაციებს ჭამს.

„ოპოზიციას შორის არსებული პიროვნული ურთიერთობების გარჩევაში არ შევალ, არცერთის ურთიერთობა არ ვიცი, მაგრამ პოლიტიკა, რასაც „ნაცმოძრაობა“ და, მასთან ერთად, ხან დაშლილი, ხან გაერთიანებული და ხან ასოცირებული პოლიტიკური ძალები აწარმოებენ, დესტრუქციულია და შედეგიც მუდამ დესტრუქციაზე იყო ორიენტირებული. საბოლოო ჯამში, ეს დესტრუქცია თავად ამ ორგანიზაციებს ჭამს და ეს ამ ლიდერების დაპირისპირებაში აისახება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მსგავსი