ირაკლი ქადაგიშვილი - მონა.ჯი არის კლასიკური ბულინგის მაგალითი, სირცხვილია, როცა ასეთი ბულინგის საიტი არსებობს და მას რამენაირად ამერიკის საელჩო აფინანსებდეს
ირაკლი ქადაგიშვილი - მონა.ჯი არის კლასიკური ბულინგის მაგალითი, სირცხვილია, როცა ასეთი ბულინგის საიტი არსებობს და მას რამენაირად ამერიკის საელჩო აფინანსებდეს

„მონა.ჯი არის კლასიკური ბულინგის მაგალითი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას USAID აფინანსებდა. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ახალი ელჩის პირობებში ასეთი ბულინგის, დესტრუქციის, დაშანტაჟების პროექტებს ამერიკის საელჩო აღარ დააფინანსებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, იმედია, რომ აშშ მსგავს პროექტებს აღარ დააფინანსებს.

„მონა.ჯი ეს არის კლასიკური ბულინგის მაგალითი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას USAID აფინანსებდა. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ახალი ელჩის პირობებში ასეთი ბულინგის, დესტრუქციის, დაშანტაჟების პროექტებს ამერიკის საელჩო აღარ დააფინანსებს. არა მხოლოდ რუს რუბლს იღებენ, ევროპელი პენსიონერების ნაძარცვ ფულსაც იღებენ. სირცხვილია, როცა საქართველოში ასეთი ბულინგის საიტი არსებობს და მეორე მხრივ, დაუშვებელია, რომ ასეთი წყაროებიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს რამენაირად ამერიკის საელჩო აფინანსებდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „დროასთან“ ერთად შექმნა პლატფორმა, სადაც რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების ვინაობა ციფრულ ფორმატში შეინახება“. ჯაფარიძის თქმით, „პლატფორმის მიზანია, რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების მხილება და მათი გასაჯაროვება, შემდგომში კი ამ ადამიანების ვინაობის ციფრულ ფორმატში შენახვა“.