ირაკლი ქადაგიშვილი – „ლელოს“ ლიდერების განცხადებები ტელევიზიებშიც მოგვისმენია, ყველასთვის ნათელია, მათი დამკვეთების ამოცანა იყო, საქართველო რუსეთთან დაპირისპირების ერთ-ერთი ხაზი ყოფილიყო
„ლელოს“ ლიდერთა განცხადებები ტელევიზიებშიც მოგვისმენია, რომელსაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში უარყოფენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ითხოვდნენ საქართველოდან მოხალისეთა გაგზავნას, რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი სანქციების შემოღებას.
„ყველასთვის ნათელია, მათი და მათი საგარეო დამკვეთების ამოცანა იყო, ომის დაწყებისთანავე საქართველო რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირებისა და კონფრონტაციის ერთ-ერთი ხაზი, ფრონტი უნდა გამხდარიყო. ეს იყო დავალება, რომელიც მიიღეს და ყველანაირი გზით განხორციელებას ცდილობენ. ბოლო საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო პროგრამა ნახეთ, სადაც პირდაპირ წერია – სანქციების შემოღება რუსეთის წინააღმდეგ. ეს პროგრამაში უწერიათ და მეტი რაღა განცხადებაა საჭირო?“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.