ირაკლი ქადაგიშვილი - კახეთის მუნიციპალიტეტები მზად არიან, სამშენებლო სექტორში ჩართულ კონტრაქტორ კომპანიებთან მუშაობა გააგრძელონ
ირაკლი ქადაგიშვილი - კახეთის მუნიციპალიტეტები მზად არიან, სამშენებლო სექტორში ჩართულ კონტრაქტორ კომპანიებთან მუშაობა გააგრძელონ

კახეთის რეგიონში მუნიციპალიტეტები მზად არიან, გააგრძელონ იმ კონტრაქტორ კომპანიებთან მუშაობა, რომლებიც სამშენებლო ინფრასტრუქტურაში არიან ჩართული, – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

გუბერნატორის ინფორმაციით, კომპანიებისა და ობიექტების ინსპექტირება ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციის ფარგლებში მიმდინარეობს, მათ შესაბამისი დასკვნის საფუძველზე მიეცემათ მუშაობის განახლების ნებართვა.

„კახეთში ბევრმა კომპანიამ შეასრულა პირობა, რომელიც დადებულია და რომელსაც პროტოკოლი ითვალისწინებს. ამ კომპანიებს უფლება აქვთ, როცა მზად იქნებიან, დაიწყონ ფუნქციონირება“,-განაცხადა ქადაგიშვილმა.

გუბერნატორმა სამშენებლო მასალების მწარმოებელი და რეალიზაციის სფეროში ჩართული კომპანიების მიმართ მუდმივ მონიტორინგზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ რეგულაციების დარღვევის ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება მოხდება.