ირაკლი ქადაგიშვილი – . დღეს პოლიტიკური ვითარება ითხოვს, რომ რეგიონული და ინფრასტრუქტურის საკითხები ისევ ერთი სამინისტროს ქოლგის ქვეშ არსებობდეს
ჩვენ რეგიონული სახელმწიფო მოწყობის სრულყოფილი მოდელი არ გვაქვს, ეს გამომდინარეობს არა იქიდან, რომ ხელისუფლებას არ სურს ასეთი მოდელი ჰქონდეს, არამედ იქიდან, რომ კონსტიტუციაში გვაქვს ჩანაწერი, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა განისაზღვრება მას შემდეგ, რაც მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში ყველას სახელმწიფოს ჰყავს ცენტრალური, რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლება.
„საქართველოში არის პირველი დონის თვითმმართველობა და ცენტრალური ხელისუფლება. ამ დროს ხელისუფლება ცდილობს, თვითმმართველობა ისე განავითაროს, რომ იმ ვაკუუმის კომპენსირება, რაც რეგიონული ხელისუფლების არარსებობით არის წარმოშობილი, ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციების სხვადასხვა წესით დალაგებით მოახდინოს. დღეს პოლიტიკური ვითარება ითხოვს, რომ რეგიონული და ინფრასტრუქტურის საკითხები ისევ ერთი სამინისტროს ქოლგის ქვეშ არსებობდეს. ეს ცვლილებები არ წარმოადგენს რაიმე დრამატული ხასიათის ცვლილებებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.