ირაკლი ქადაგიშვილი – ჩვენ მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და უცხოური აგენტურის განცხადებას ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ
ამ ფორმატის აღდგენის აუცილებლობა თავად ცხოვრებამ მოიტანა, ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და პოლიტიკური დიალოგი არ გვაქვს, მაგრამ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს, ამიტომ ამ მიმართულებით დიალოგის განახლება მნიშვნელოვანია და ბევრი პრაქტიკული საკითხი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გასაგებია, რომ ოპოზიციას არ მოსწონს ის, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეიძლება რეალურად წაადგეს.
„მათ შევახსენებ, რომ მათი დამარცხებული პრეზიდენტი ომის დამთავრებიდან ერთი კვირის თავზე ყველა ტრიბუნიდან აცხადებდა, რომ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მზად იყო ვლადიმერ პუტინს შეხვედროდა. საქართველოს საზღვარზე მისი ქმედებებიც ყველას ახსოვს. ამიტომ, მათ კრიტიკას არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენ მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და ამ უცხოური აგენტურის განცხადებას ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.