ირაკლი ქადაგიშვილი - ბაჩო ახალაიას განცხადება ნიშნავს იმ დანაშაულის აღიარებას, რისი განხორციელებაც 4 ოქტომბერს უნდოდათ, პირდაპირი მტკიცებულებაა, რას აპირებდნენ და რა გეგმები ჰქონდათ
ახალაიას განცხადება იმ დანაშაულის აღიარებას ნიშნავს, რაც მას და მის მესვეურებს უნდოდათ, 4 ოქტომბერს განეხორციელებინათ. პირდაპირი მტკიცებულებაა დანაშაულის ორგანიზატორის მხრიდან, რას აპირებდნენ და რა გეგმები ჰქონდათ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „აღნიშნული განცხადება სასამართლოსთვის ყველაზე მყარი არგუმენტია ამ ჯგუფის დანაშაულთან დაკავშირებით“.
„ეგონა, თავს დაიძვრენდა. ალბათ დღეს იცის, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და ამიტომ სურს, ჩავარდნილი სპეცოპერაციის შემდეგ რაღაცნაირად გმირის მანტია მოისხას რევოლუციის მომხრე შიდა თუ გარე აქტორების წინაშე. შეიძლება, შურისძიებაც ამოძრავებს იმ პოლიტიკოსების მიმართ, ვისაც მისთვის მხარდაჭერა უნდა გამოეცხადებინათ და არ გამოუცხადეს. ეს კიდევ ერთხელ ნასროლი ქვაა მათი ბოსტანის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე განაცხადა: „ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით“.