ირაკლი ქადაგიშვილი - აშშ-ის სენატში წარდგენილ რეზოლუციის პროექტში არის მოწოდება, მათ შორის ოპოზიციის მიმართ, რომ შეუერთდნენ მიშელის დოკუმენტს და ბუნდოვანებას ნუ დატოვებენ
ირაკლი ქადაგიშვილი - აშშ-ის სენატში წარდგენილ რეზოლუციის პროექტში არის მოწოდება, მათ შორის ოპოზიციის მიმართ, რომ შეუერთდნენ მიშელის დოკუმენტს და ბუნდოვანებას ნუ დატოვებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აშშ-ის სენატში წარდგენილ რეზოლუციაში არის პარტიების მიმართ მოწოდება, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერონ.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან სწრაფი ნაბიჯებით ხორციელდება ყველა ის რეფორმა, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია ასახული.

„არის მოწოდება, მათ შორის ოპოზიციის მიმართ, რომ შემოუერთდნენ დოკუმენტს და ბუნდოვანებას ნუ დატოვებენ. რეზოლუციის პროექტში ასახულია სულისკვეთება, ჩვენი პარტნიორების მხრიდან დაინტერესება, რომ საქართველოში ყველა რეფორმა იყოს მაქსიმალურად ბოლომდე მიყვანილი.

ხედავთ, რომ ჩვენ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით ვახორციელებთ ყველა იმ რეფორმას, რაც შარლ მიშელის დოკუმენტში და ხელისუფლების სამოქმედო გეგმაშია, რასაც ჰქვია 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება. ჩვენი პარტნიორების მოწოდება ამ სულისკვეთებით არის გამსჭვალული. ჩვენ აღებულ ვალდებულებებს საკმაოდ სწრაფი ტემპით ვასრულებთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

აშშ-ის სენატში წარადგინეს რეზოლუცია, რომელიც საქართველოში ყველა პარტიას მოუწოდებს, შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება სწრაფად შეასრულონ.