ირაკლი ოქრუაშვილი - თურმე ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ
ირაკლი ოქრუაშვილი - თურმე ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ

კარგად მოემზადეთ, მომდევნო კვირიდან მძიმე სამუშაო გვექნება, პარლამენტში შემსვლელი 5-6 „ოპოზიციონერის“ კეთილების დისერტაციაზე, – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ოქრუაშვილი ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობის ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრას ეხმაურება.

„კარგად მოემზადეთ, მომდევნო კვირიდან მძიმე სამუშაო გვექნება, პარლამენტში შემსვლელი 5-6 „ოპოზიციონერის“ კეთილების დისერტაციაზე. თურმე ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ“, – წერს ოქრუაშვილი.