ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე ბრალდებულების დაკითხვა დასრულდა

01:59, 27.06.2018

ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე ბრალდებულების დაკითხვა დიდუბის პოლიციის განყოფილებაში დასრულდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

დაკითხვის შემდეგ, ადვოკატს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ორივე ბრალდებული სავარაუდოდ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

მათივე ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი