ირაკლი მელაშვილი - ომბუდსმენი თუკი უკანონო ჩანაწერის შინაარსზე რეაგირებისკენ მოწოდებას იწყებს, გამოდის, ამ უზნეობის ჩამდენმა მიზანს მიაღწია
ირაკლი მელაშვილი - ომბუდსმენი თუკი უკანონო ჩანაწერის შინაარსზე რეაგირებისკენ მოწოდებას იწყებს, გამოდის, ამ უზნეობის ჩამდენმა მიზანს მიაღწია

სამარცხვინოა, როცა ყოფილი პრეზიდენტი აზიარებს უკანონო ჩანაწერების გავრცელების ანონსს, ეს ნიშნავს იმას, რომ მან ვერც ვერაფერი გადაიაზრა და არც არაფერს შეცვლის თუკი, ღმერთმა დაიფაროს და ხელისუფლებაში მობრუნდა, – ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისივე თქმით, თუკი საზოგადოება და მით უმეტეს ომბუდსმენი მსჯელობას იწყებს უკანონო ჩანაწერის შინაარსზე, მეტიც, სახელმწიფო სტრუქტურებს მოუწოდებს უკანონო ჩანაწერის შინაარსზე რეაგირებისკენ, გამოდის, რომ ამ უზნეობის ჩამდენმა მიზანს მიაღწია.

„ყოველთვის, როცა ვიღაც ცდილობს ეს უზნეობა და უკანონობა „გააპრავოს“, ეგრევე აქცენტს ცდილობს გადაიტანოს იმაზე, თუ რა იყო ფარულ ჩანაწერში. ფარული ჩანაწერებს გამოაქვეყნებენ მანამდე, ვიდრე ჩვენ თავზე მოგვახვევენ მსჯელობას ამ ჩანაწერების შინაარსზე და არა უკანონო ჩანაწერის შემკვეთის, განმხორციელებლის და გამავრცელებლის ერთმნიშვნელოვნად დასჯის თაობაზე. თუკი საზოგადოება და მით უმეტეს ომბუდსმენი (ჰოი საოცრებავ!) მსჯელობას იწყებს უკანონო ჩანაწერის შინაარსზე, მეტიც, სახელმწიფო სტრუქტურებს მოუწოდებს უკანონო ჩანაწერის შინაარსზე რეაგირებისკენ, გამოდის, რომ ამ უზნეობის ჩამდენმა მიზანს მიაღწია! ხოლო შედეგად თითოეული ასეთი ადამიანი, მათ შორის ომბუდსმენი ახალისებს მორიგ ასეთ უკანონო ჩანაწერების გაკეთებას და გავრცელებას! ამას ბევრი მიხვედრა არ უნდა! ვიდრე მთელი საზოგადოება არ შევთანხმდებით, რომ ერთნაირად უზნებოაა და დანაშაულია უკანონო ჩანაწერი, როგორც ვიღაცის ვიღაცასთან სექსზე, ასევე პირადი ცხოვრების ნებისმიერ სხვა დეტალზე თუ ისტორიაზე, მანამდე ეს უზნეობა არ დასრულდება! არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში, რომელი დაჯგუფების წარმომადგენელი ჩაიდენს თუ რომელს შეეხება ეს უწესობა“, – წერს მელაშვილი.

სამარცხვინოა, როცა ყოფილი პრეზიდენტი აზიარებს უკანონო ჩანაწერების გავრცელების ანონს, ეს ნიშნავს იმას, რომ მან ვერც…

Posted by Irakli Melashvili on შაბათი, 06 მარტი, 2021