ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, მთავრობა საბიუჯეტო ცვლილებებს პარლამენტში 5 ივნისს წარადგენს
ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, მთავრობა საბიუჯეტო ცვლილებებს პარლამენტში 5 ივნისს წარადგენს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, მთავრობა  პარლამენტში ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის წარდგენას 5 ივნისს აპირებს.

„ბიუჯეტი შემოვა 5 ივნისს პარლამენტში. შესაბამისი გრაფიკიც იქნება ალბათ გასაკეთებელი. მომდევნო კვირიდან, ჩემი ინფორმაციით, წინასწარი ინფორმაციით, 5 ივნისს აპირებს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო, რომ კორექტირებული ვერსია წარმოადგინოს.

საბიუჯეტო კოდექსიდან და პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე, ჩვენი კომიტეტი მოამზადებს შესაბამის გრაფიკს და კომიტეტებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ ბიუჯეტის განხილვის პროცესი დაიწყოს“,- განაცხადა კოვზანაძემ.