ირაკლი კობახიძის თქმით, თავად კახა კალაძეზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა კვლავ თბილისის მერობის კანდიდატი
პირველ რიგში, ეს არის დამოკიდებული კახა კალაძეზე, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეკითხვას, იქნება თუ არა კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი შემოდგომის არჩევნებზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, კახა კალაძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ეს საკითხი მის პოზიციაზეა დამოკიდებული.
„შეიძლება, იყოს სხვა შემთხვევა, ვინმეს სურდეს პოზიციაზე დარჩენა, მაგრამ გუნდმა მიიღოს გადაწყვეტილება. მაგრამ ეს არის განსხვავებული შემთხვევა, კახა კალაძის დამსახურებიდან გუნდის წინაშე. კახა კალაძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, კახა კალაძის პოზიციაზეა დამოკიდებული ეს საკითხი.
რომც ვიცოდეთ რაღაც, ამ დროს ამაზე არ მსურს საუბარი. ეს არის ტაქტიკური საკითხი და როდესაც წინასწარ აკეთებ განცხადებას კანდიდატთან დაკავშირებით, გარკვეულ ფარდობით უპირატესობას უქმნი ოპონენტს. აქედან გამომდინარე, ყოველთვის კანდიდატის დასახელება ხდება არა შვიდი თვით ადრე, არამედ ერთი-ორი თვით ადრე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.