ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულდა

18:35, 16.03.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, იყვნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

მსგავსი