ირაკლი კობახიძის კომენტარი სოციალური ქსელით გავრცელებულ ფოტოზე - ხაბეიშვილმა თავისი ხელით მოიჭრა თავი
ირაკლი კობახიძის კომენტარი სოციალური ქსელით გავრცელებულ ფოტოზე - ხაბეიშვილმა თავისი ხელით მოიჭრა თავი

თავისი ხელით მოიჭრა თავი ხაბეიშვილმა, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ, აშშ-ში გადაღებულ ლევან ხაბეიშვილის ერთ-ერთ ფოტოს, რომელსაც „ინსტაგრამზე“ ატვირთვის დროს თავები ჰქონდა გადაჭრილი.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არანაირი ამერიკული ვოიაჟი ლევან ხაბეიშვილს არ უშველის.

„ყველამ იცის, ვინ არის ხაბეიშვილი. ის არის უბრალოდ სიმბოლო იმ პროცესისა, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობის“ დაშლა. რაც არ უნდა ამერიკაში გაემგზავროს ხაბეიშვილი, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი გაგრძელდება, რაც ძალიან კარგია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.