ირაკლი კობახიძემ ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

23:48, 12.10.2026

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, ვო თჰი ან სუანს, რომელიც დელეგაციასთან ერთად საქართველოს დღეს ეწვია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ასევე გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

მსგავსი