ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს, რომელიც მეუღლესა და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს დღეს ეწვია.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ალექსანდრ ვუჩიჩის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სტუმრებმა ფუნიკულიორით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.