ირაკლი კობახიძემ სასტუმრო „აფიშა“ დაათვალიერა
ირაკლი კობახიძემ სასტუმრო „აფიშა“ დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პირველ ვიცე-პრემიერთან, ლევან დავითაშვილსა და დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, სასტუმრო „აფიშა“ დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა დამფუძნებლებს და ხელმძღვანელებს სასტუმროს გახსნა მიულოცა.

ათსართულიანი სასტუმრო „აფიშა“ 118 ნომერს, კვების სამ ობიექტს, სპაზონას და საკონფერენციო სივრცეს მოიცავს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.