ირაკლი კობახიძემ საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი 50-წლიანი საქმიანობისთვის დააჯილდოვა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეთერ სვიანაიძე 50-წლიანი საქმიანობისთვის საქართველოს პარლამენტის მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია დღეს თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში გაიმართა.

ეთერ სვიანაიძეს მედალი ირაკლი კობახიძემ გადასცა და აღნიშნა, რომ ეს ჯილდო აქამდე არავის მიუღია.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ეს ჯილდო ეთერ სვიანაიძეს ღირსეული საქმიანობისთვის გადავცე”, – განაცხადა კობახიძემ.

ეთერ სვიანაიძემ ღონისძიებისთვის მადლობა გადაიხადა.

„ეს ჩემი ოჯახია, მთელი ჩემი ცხოვრება ამას შევალიე”, – განაცხადა ეთერ სვიანაიძემ.