ირაკლი კობახიძემ რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა. პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა.
ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე აღნიშნავს, რომ საქართველო ამ რთულ დროს სრულ სოლიდარობას უცხადებს თურქ მეგობრებს.
„გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო. ამ რთულ დროს, საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს თურქ მეგობრებს. ჩვენი ფიქრები მიმართულია დაღუპულებისკენ, მათი ახლობლებისა და ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ყველა პირისკენ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
I conveyed my heartfelt condolences to President @RTErdogan following the tragic crash of a Turkish Air Force cargo plane in Georgia. During this difficult time, Georgia stands in full solidarity with our Turkish friends. Our thoughts are with the victims, their loved ones, and…
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) November 11, 2025