ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა - ლევან ხაბეიშვილი როგორც იტყოდა, თქვენ ხართ კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი“
ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა - ლევან ხაბეიშვილი როგორც იტყოდა, თქვენ ხართ კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი“

თქვენ ხართ კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი“ და ამ „ქურქუმალ ვაითით“ სადაც შეხვალთ 2024 წელს, ამას ნახავს საზოგადოება, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა კოლექტიურ ლევან ხაბეიშვილად და კოლექტიურ გიორგი ვაშაძედ.

„რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა კოლექტიურ ლევან ხაბეიშვილად და კოლექტიურ გიორგი ვაშაძედ. მგონი, ესეც ძალიან კარგი სტატუსია მათთვის. ეს არის კოლექტიური, როგორც ბატონი ლევანი იტყოდა, „ქურქუმალ ვაითი“. თქვენ ხართ კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი“ და ამ „ქურქუმალ ვაითით“ სადაც შეხვალთ 2024 წელს, ამას ბუნებრივია, ნახავს ქართული საზოგადოება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.