ირაკლი კობახიძემ დოჰაში ვიზიტი დაასრულა
ირაკლი კობახიძემ დოჰაში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დოჰაში ვიზიტი დაასრულა. კობახიძის თქმით, ვიზიტი შედეგიანი იყო.

„გვქონდა ორმხრივი შეხვედრები, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და კულტურული კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ასამბლეაზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მომავალ წელს საქართველოში ახალგაზრდა დეპუტატების გლობალური სამიტი გაიმართება. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსა და საერთაშორისო საპარლამენტო კავშირს შორის თანამშრომლობისთვის. ასევე, შევხვდით საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტს და გვქონდა საინტრესო დისკუსია მომავალი თანამშრომლობის კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.